ბორჯომმა საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული კოლექტივების მე-2 ეროვნულ კონკურსს უმასპინძლა. მაყურებლებისა და ჟიურის წინაშე სამცხე-ჯავახეთიდან 10-მდე ფოლკლორული ანსამბლი წარსდგა. შესარჩევი ეტაპები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება. მომდევნო ტური თბილისში 14-15 მაისს გაიმართება, სადაც გამარჯვების მოპოვებას რეგიონებიდან შერჩეული მოსწავლეები შეეცდებიან.