გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა საგანგებო ბრიფინგზე საქართველოში ჰაერის დაბინძურების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ჰაერის დაბინძურება პირდაპირ არის დაკავშირებული როგორც ტრანსპორტთან და მის გამონაბოლქვთან, ასევე მშენებლობებთანაც. ჰაერის დაბინძურების კუთხით კი საკმაოდ სავალალო მდგომარეობაა ქვეყნის დიდ ქალაქებში, მათ შორის ბათუმში, ზესტაფონში, რუსთავში, ქუთაისსა და თბილისში.