ბორჯომში, გურამიშვილის ქუჩა #19-ში მცხოვრები გულო ციცქიშვილი საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედლის რეაბილიტაციას წლებია ითხოვს. გუშინ აღნიშნული მოთხოვნით ბორჯომის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთხელ მივიდა და ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას ითხოვდა. აღნიშნულ ფაქტს ჩვენი გადამღები ჯგუფი შეესწრო და არსებულ სიტუაციაში გარკვევას შეეცადა.