კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" გაცნობებთ, რომ გამანაწილებელი ქსელის ავარიულად დაზიანების გამო, 12 აპრილს, 10:00-დან 17:00 საათამდე ბორჯომის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს, კერძოდ: მზეთამზეს, დაბასა და წაღვერის მაცხოვრებლებს გაზმომარაგება შეუწყდებათ. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.
კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისათვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ "სოკარ ჯორჯია გაზის" ცხელ ხაზზე: 16 114, ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge