ბორჯომში არსებული ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეწყვეტილია. მშენებელმა კომპანიამ სამუშაოების მხოლოდ 40% შეასრულა და რეაბილიტაცია მიატოვა. 16 391 ლარად გამოცხადებული ტენდერი შპს "ზე იქს კომპანიმ" 10 076 ლარად მოიგო. როდის და ვინ დაასრულებს დაწყებულ სამუშაოებს ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.