გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ბორჯომის რაიონის სოფელ საკირესა და ტაძრისში უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორები აღმოაჩინეს.
მორები აღნიშნული სოფლების ტერიტორიაზე იყო დატოვებული.
შედგა შესაბამისი აქტები.
ასევე, ქალაქ ახალციხეში მიკროავტობუსი გააჩერეს, რომელიც დატვირთული იყო უკანონოდ მოპოვებული საშეშე მერქნით.
აღნიშნული ავტომანქანა გადაყვანილია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.