სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. 22 თებერვლიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ზოგან ძლიერი ქარი. საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს, მაღალმთიან რაიონებში ითოვებს და მოსალოდნელია ქარბუქები.
წვიმასთან ერთად ნავარაუდებია ქარი გაძლიერდება. ზოგიერთ რაიონში ქარის სიჩქარე წამში 20-25 მეტრი იქნება.
22 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს
დაბლობშიც დაიწევს და დღისით 5-10 გრადუსის ფარგლებში იქნება,
აღმოსავლეთ საქართველოში ბარში კი – 7-12 გრადუსი.
ყინვაა ნავარაუდები აღმოსავლეთ საქართველოს ბარში. აქ ღამით
-2:+3 გრადუსი დაფიქსირდება, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით
ტემპერატურა 0;+5 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ღამით ყინვები
შენარჩუნდება და საშუალოდ -8;-10 გრადუსის ფარგლებში
იქნება.