პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, მარიხუანას
მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ დეპუტატ გოგა ხაჩიძის
საკანონმდებლო ინიციატივას იხილავს. პროექტი მარიხუანას მოხმარებაზე
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას, ხოლო ადმინისტრაციული
ჯარიმების ოდენობის შემცირებას ითვალისწინებს.
სესიაზე კანონპროექტის წარდგენისას ხაჩიძემ ხაზი გაუსვა, რომ
მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის თაობაზე საკუთარ პოზიციას ის
ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც აფიქსირებდა.
საკითხის საპარლამენტო კომიტეტებში განხილვისას, უმრავლესობის
წარმომადგენლებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ აღნიშნულ ქმედებაზე ციხე,
როგორც სასჯელის ზომა, უნდა გაუქმდეს, მაგრამ ძალაში დარჩეს სისხლის
სამართლის პასუხისმგებლობის სხვა ფორმები.