„გენდერული მეინსტრიმინგის განხორციელება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“ - ეს იყო ტრენინგის თემა რომელიც ბორჯომში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს დასრულდა. ქალთა საინფორმაციო ცენტრმა ტრენინგი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ჩაუტარა, მიმდინარე კვირაში იგივე საკითხებს თბილისის საკრებულოს დეპუტატებთან განიხილავენ. ტრენინგები - პროექტის „გენდერული სამართლიანობის ხელშეწყობა ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის გზით“ ფარგლებში ტარდება.