პირველი რეისი 07:15 წუთზე შესრულდება. მატარებელი ბაკურიანში უპრობლემოდ ავიდა. ბორჯომიდან მეორე რეისს ე.წ. "კუკუშკა" 11:00 საათზე შეასრულებს.
"პრობლემა აღმოფხვრილია და მატარებელიც უპრობლემოდ გადაადგილდება. "კუკუშკა" უკვე ბაკურიანშია და მგზავრებს მალე ბორჯომის მიმართულებით წამოიყვანს. მეორე რეისიც უპრობლემოდ შესრულდება" - განაცხადა ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას, შპს ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის დირექტორმა - ემზარ შარიქაძემ.