ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა საქართველოს პარლამენტის წევრის, გუგული მაღრაძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტზე "ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" იმსჯელეს.
წარმოდგენილი კანონპროექტით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი ტრეფიკინგის მსხვერპლებსა და დაზარალებულებზე გასცემს ერთჯერად 1000 ლარიანი კომპენსაციას, იმის მიუხედავად მსხვერპლი და დაზარალებული ტრეფიკიორისაგან ზიანის ანაზღაურებაზე სასამართლოს წესით იდავებენ თუ არა.
კომიტეტის წევრებმა განხილული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.