შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ საპოლიციო კონტროლი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, მათ შორის ბორჯომშიც. სამართალდამცველები მანქანებს ამოწმებენ. უწყებაში ირწმუნებიან, რომ შემოწმება განსაკუთრებული მიზეზის გამო არ ხდება და ეს პროცესი პერიოდულად მიმდინარეობს. რამდენი ხანი გაგრძელდება საპოლიციო კონტროლი თბილისსა და რეგიონებში, ამ ეტაპზე უცნობია.