დღეს, 11:00 საათზე, ბორჯომიდან ბაკურიანის მიმართულებით მოძრავი მატარებელი დაზიანდა და მუშაობის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ე.წ. "კუკუშკაში" ამ დროისთვის 50-მდე მგზავრი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე არავინ დაშავებულა. პრობლემის მოგვარებაზე შპს ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის თანამშრომლებმა იზრუნეს, მგზავრების გადაყვანა კი ავტობუსებით უზრუნველყეს.
"მატარებელი რელსებიდან არ გადასულა, დამაკავშირებელი საქაჩი გაწყდა, რის შედეგადაც "კუკუშკა" ჩაცურდა. ვაგონები არ ჩაცურებულა, შესაბამისად მგზავრებს საფრთხე არ შეჰქმნიათ. აღნიშნული მგზავრები ჩვენ ავტობუსებით გავაცილეთ.
დაზიანდა ელმავალი და ჩვენმა თანამშრომლებმა პრობლემის მოგვარება ადგილზე სცადეს. შესაბამისად უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით იყო პარალიზებული ე.წ. "კუკუშკა". მსგავსი შემთხვევები აქამდეც დაფიქსირებულა" - აცხადებს ტელეკომპანია "ბორჯომთან", შპს ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის დირექტორი - ემზარ შარიქაძე.
ემზარ შაქრიქაძის განცხადებით, პრობლემა უკვე აღმოფხვრილია და ხვალიდან, 19 თებერვლიდან, "კუკუშკა", ბორჯომიდან ბაკურიანის მიმართულებით უპრობლემოდ შეძლებს გადაადგილებას. პირველი რეისი 07:15 წუთზე შესრულდება.