კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" გაცნობებთ, რომ გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, 19 თებერვლის დილის 11:00 საათიდან საღამოს 16:00 საათამდე ბორჯომის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს კერძოდ, მზეთამზეს, დაბასა და წაღვერის მაცხოვრებლებს გაზმომარაგება შეუწყდებათ. აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზის" ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.