გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო
ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
ქალაქ ბორჯომში გადამოწმების მიზნით შეჩერებული იქნა
მიკროავტობუსი, რომლის ძარაზე დატვირთული იყო უკანონოდ მოპოვებული
საშეშე მერქანი.
აღნიშნული ავტომანქანა დაილუქა.
შედგა შესაბამისი აქტი.