გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ბორჯომის რაიონის სოფელ
ტაძრისის ტერიტორიაზე უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი
აღმოაჩინეს.
სამართალდამრღვევის ვინაობა ამ ეტაპზე
დაუდგენელია.
ასევე ბორჯომის რაიონის სოფელ ჭობისხევში სატვირთო ავტომანქანა გააჩერეს, რომლის ძარაზეც განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი.
ორივე შემთხვევაზე შედგა შესაბამისი ოქმი.