მინისტრის განცხადებით, სტრუქტურული ცვლილება შესაძლოა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განხორციელდეს.
"მეც იმ აზრზე ვიყავი, რომ თავიდანვე უნდა გაუქმებულიყო იმისთვის, რომ ამ დარგს მისცემოდა მყარი განვითარების საშუალება. დღეს მიმაჩნია, რომ ვართ იმ დონეზე, როდესაც შესაძლებელია, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვიფიქროთ სხვადასხვა სტრუქტურულ ცვლილებებზე საქართველოს მთავრობაში," - აღნიშნა კახა კახიშვილმა.