ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე
სამინისტროების ოპტიმიზაციას შესაძლებლად მიიჩნევს. ამის შესახებ კახა
კალაძემ სამინისტროების გაუქმებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე
საპასუხოდ განაცხადა.
"მინდა გითხრათ რას საუბრობენ ჩვენთან გუნდში, რას საუბრობს
პრემიერ-მინისტრი - სამომავლოდ შესაძლებელია მოხდეს გარკვეული
ოპტიმიზაცია. თუ რა სამინისტროები და როგორ განხორციელდება ეს
ყველაფერი, ამას სჭირდება კარგი ანალიზის გაკეთება. რეალურად, იმ
მდგომარეობის და რეალობის შეფასება, რა მდგომარეობაშიც დღეს ჩვენ
ვიმყოფებით, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, თუმცა რამდენი სამინისტრო
დარჩება და რომელი სამინისტრო მოხვდება ოპტიმიზაციის გეგმებში, ამის
შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი", - განაცხადა კახა
კალაძემ.