აწყურში მცხოვრები ალიკა დარბაიძე კვირას, 14 თებერვალს, თბილისში სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. დედაქალაქში ის ახალციხიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების საშუალებით გადაიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცს თავდაპირველად უჰაერობა, სიცხე და ფილტვების ანთება აღენიშნებოდა.
თბილისში, სამედიცინო ცენტრში, პაციენტი უგონო მდგომარეობაში დაახლოებით 5 დღის განმავლობაში იყო მოთავსებული. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, იგივე სიმპტომებით, გარდაცვლილის და და მამა ამჟამად ახალციხეში სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილნი.
მედიკოსების გვირჩევენ, რომ პირველივე ნიშნების დროს, პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას დროულად უნდა მიმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მდგომარეობა რთულდება, რამაც შესაძლოა სიკვდილი გამოიწვიოს.