ტელეკომპანია „ბორჯომის“ საინფორმაციო პროგრამაში გასულ სიუჟეტს გამოხმაურება მოჰყვა. ბორჯომში მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული სამსონიძეების ოჯახი დახმარებას ითხოვდა. სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ კი იტალიაში მცხოვრებმა მოქალაქემ მათ სახელზე თანხა გადმორიცხა. დახმარება ადრესატმა უკვე მიიღო, ტელეკომპანია „ბორჯომი“ მადლობას უხდის ამ ადამიანს გულისხმიერებისათვის.