გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონოდ მოქმედი 4
სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში (2 ფაქტი), სოფელ დაბასა და
ჭობისხევში აღმოჩენილი უკანონოდ მოქმედი სახერხი სააქმროების
ტერიტორიაზე, ნანახი იქნა დაუფირნიშებელი მრგვალი მორი და პირველადი
გადამუშავების პროდუქტი ფიცარი.
სახერხი საამქროები დემონტაჟის შემდეგ გადატანილ იქნა ფინანსთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.
ასევე ბორჯომის რაიონის სოფელ ვაშლოვანაში უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი აღმოაჩინეს. შედგა შესაბამისი აქტი.