საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ხვალიდან საგრძნობლად მოიმატებს. 16 თებერვლის ჩათვლით უნალექო და თბილი ამინდებია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში, ტემპერატურა 14-19 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოში კი მცირე ნალექია მოსალოდნელი, ჰაერი იქაც გათბება და ტემპერატურა 15-20 გრადუსი იქნება.