დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გრიპით ამ სეზონზე უკვე 15 ადამიანია გარდაცვლილი, აქედან 14 H1N1-ს ემსხვერპლა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ქვეყანაში გრიპით ავადობის პიკმა გადაიარა.
„გრიპის გავრცელების თავისებურებებიდან გამომდინარე, შემთხვევები მომდევნო კვირებშიც გაგრძელდება (მე-20 კვირამდე - გრიპის სეზონის დამთავრებამდე).
დაავადების გავრცელების პრევენციისათვის კვლავ მნიშვნელოვანია გრიპთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, როგორიცაა : გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე ექიმთან მიმართვა, დაავადებულთა თვითიზოლაცია, დახურულ ხალხმრავალ ადგილებში პირბადეს გამოყენება. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა, მაქსიმალურად გააქტიურონ ხელების ჰიგიენის პროცედურები, “ - ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.