მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ოჯახები, რომლებსაც პირველი და მეორე შვილი შეეძინებათ, სახელმწიფოსაგან ერთი წლის განმავლობაში 100- ლარიან დახმარებას მიიღებენ.
ეს შეღავათი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის“ ფარგლებში პირველი იანვრიდან ამოქმედდა.
თანხის მისაღებად, მთაში მცხოვრებმა ოჯახებმა ადგილობრივ მუნიციპალიტეტში შესაბამისი სტატუსი უნდა დაიდგინონ, შემდეგ კი დოკუმენტაცია სოციალური მომსახურების რაიონულ განყოფილებებში წარადგინონ.