რეგიონის მოსახლეობას მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაზე ინფორმაციის მიღების ახალი შესაძლებლობა გაუჩნდა

დღეიდან, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს რეგიონებში არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებს, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია, გაიაროს კონსულტაცია და მარტივად ჩაერთოს სახელმწიფო პროგრამაში. მომსახურების ერთობლივად დანერგვის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ანა კვარაცხელიამ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა შიო ხეცურიანმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიხედვით, ინფორმაციის მოძიების მიზნით რეგიონულ მოსახლეობას აბსოლუტურად უსასყიდლოდ შეეძლება ისარგებლოს საზოგადოებრივ ცენტრებში არსებული კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით, ან მიმართოს ცენტრის ოპერატორებს კონკრეტული, მათთვის საინტერესო კითხვებით. დაინტერესებული პირის თხოვნის საფუძველზე ასევე შესაძლებელია გადამისამართება მეწარმეობის განვითარების სააგენტოში ან პროგრამის განმახორციელებელ კონტრაქტორ ორგანიზაციებთან, რის შედეგადაც მოხდება პროექტთან დაკავშირებული ყველა ნიუანსის განხილვა და ასევე ზოგადად, სახელმწიფო პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში“ მეტი ინფორმაციის მიწოდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ახალი მომსახურების დანერგვა ხდება უშუალოდ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის მეორე რაუნდის წინ, რომელიც 2016 წლის 15 თებერვლიდან დაიწყება. შესაბამისად, რეგიონების მოსახლეობა უფრო მეტად იქნება ინფორმირებული ბიზნეს იდეების კონკურსთან დაკავშირებით და ადგილზე შეძლებს კონსულტაციის მიღებას. 
სააგენტოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია რეგიონებში ბიზნესისა და ზოგადად მეწარმეობის განვითარების კუთხით, ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ბიზნეს საქმიანობის მხარდაჭერის მექანიზმების მოსახლეობისათვის გაცნობის თვალსაზრისით. 
2016 წლის 15 თებერვლიდან საქართველოს ყველა რეგიონში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მეორე რაუნდი დაიწყება, რომლის ფარგლებშიც პირველი რაუნდის მსგავსად ბიზნეს იდეების მიღება განხორციელდება და გაგრძელდება მარტის თვის ბოლომდე. აღნიშნული პროგრამის მეორე რაუნდში დაგეგმილია დაფინანსდეს მინიმუმ 1500 ბენეფიციარი და გადამზადდეს 3000-მდე ბენეფიციარი.

რაც შეეხება პირველი რაუნდის შედეგებს, მოცემული ეტაპისთვის დაფინანსებულია 1620 ბენეფიციარი, ამასთანავე ტრენინგი გაიარა 3118 ბენეფიციარმა. ასევე გაფორმებულია 218 ხელშეკრულება, რომლებიც დაფინანსდებიან უახლოეს მომავალში, რადგან პროექტში ჩართვისას ბენეფიციარი ხარჯავს საკუთარი თანამონაწილეობის თანხას და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს დაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან.

საერთო ჯამში, პირველი რაუნდის შედეგად დაფინანსდება 1770-მდე ბენეფიციარი.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
11:06 / 29.10.2018






გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი
ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.
21:48 / 16.10.2018
გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.






პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
21:29 / 15.10.2018
პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
23:46 / 12.10.2018
00:41 / 12.10.2018
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.