ბორჯომის მუნიციპალიტეტში პირველ ეტაპზე 2 643 სახნავი ბარათი ჩამოვიდა. იყო პრობლემური სიები. ამჟამად მიმდინარეობს მისი კორექტირება. ხვნის ბარათები ეტაპობრივად გაიცემა.
1 მარტიდან კი ფერმერებს აგრობარათებით სარგებლობაც შეეძლებათ. ქულების დარიცხვის შემდეგ ბარათებს სპეციალურ მაღაზიებში გამოიყენებენ. მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხული სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა საქართველოში უკვე მეოთხე წელია ხორციელდება.