ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში დღეს საღამოს, #6 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ორი მსუბუქი, Alfa Romeo-ს და Volkswagen-ის მარკის ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მძღოლი ადგილობრივია.
შსს მომხდარ ფაქტს ადასტურებს ტელეკომპანია "ბორჯომთან". ავტოსაგზაო შემთხვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გაფორმდა. გამომწვევი მიზეზები და დარღვევა ამ ეტაპზე უცნობია. ჯარიმა მას შემდეგ დაიწერება რაც ბრალეულობა გამოიკვეთება, ამ ყველაფერს კი ექსპერტიზა დაადგენს.