საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბორჯომისთვის 2 392 000 ლარი გამოიყოფა. ამ თანხით ბორჯომში ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. მოხდება ქალაქის, დაბა ბაკურიანის და სოფელ კორტანეთის შიდა გზების რეაბილიტაცია. ასევე ბაკურიანში საკანალიზაციო სისტემის მოწყობა. ბორჯომში კოსტავას სახელობის სკვერის განახლება და დაზიანებული ფეხით სავალი ნაწილის აღდგენა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ გაგზავნილი პროექტების ნუსხიდან სახელმწიფო ბიუჯეტი მხოლოდ წაღვერის და სოფელ დაბის გზების მოასფალტებას არ დააფინანსებს.