იუსტიციის სამინისტროში კერძო პირებისათვის მიწის
რეგისტრაციის წამახალისებელი ნორმების პროექტის გარშემო სამუშაო
შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრი თეა
წულუკიანი, ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია,
საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, იუსტიციის
მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე.
იუსტიციის სამინისტრომ სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი
მოკვლევის შედეგები გააცნო, რომლებიც მიწის საამზომველო საქმიანობის
ხარვეზებს შეეხება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროს
მიერ მიწის რეგისტრაციისას იდენტიფიცირებულ პრობლემებზე ისაუბრა,
როგორიცაა: მიწის რეფორმისას გაცემულ საბუთთა შეუსაბამობა არსებულ
რეალობასთან; სხვადასხვა პროექტის, მათ შორის, „USAID“-ის
დაფინანსებით წინასაარჩევნო პერიოდში, 2012 წელს განხორციელებული
უზუსტო და შეუსაბამო რეგისტრაციები; ქაოტური და რეგულაციებს მიღმა
მიმდინარე საამზომველო საქმიანობა; საფასური როგორც ბარიერი
საამზომველო ნახაზის მოპოვებისას; გაყალბებული პირადი მონაცემები ან
პირად მონაცემებში მექანიკური შეცდომებით გამოწვეული შეუსაბამობები,
რაც როგორც მიწის რეგისტრაციას, ისე უკვე
დარეგისტრირებული მიწის მემკვიდრეობით გადაცემას უშლის ხელს;
საფასური როგორც ბარიერი გაყალბებული ან შეუსაბამო პირადი მონაცემების
გასასწორებლად; საფასური როგორც ბარიერი მიწის რეგისტრაციისას;
რეგისტრაციის არაერთგვაროვანი პრაქტიკა საჯარო რეესტრში; საჯარო
რეესტრში ჯერ კიდევ შემორჩენილი ძველი დროის ბიუროკრატიული მიდგომები;
საჯარო რეესტრისათვის კანონით მიცემული მწირი უფლებამოსილებები და
შესაძლებლობები; მუნიციპალიტეტებში შექმნილი აღიარების კომისიების
ინერტულობა; პოტენციური დავის ალტერნატიული, სანდო და იაფი გზით
მოგვარების მექანიზმის არარსებობა; რეგიონული ან ლოკალური პრობლემები:
აჭარა, მთიანი რეგიონები (აღმოსავლეთ მთიანეთი; სვანეთი), ბახმარო და
სხვ.
თეა წულუკიანმა დეპუტატებს მოახსენა, რომ ზემოჩამოთვლილ
პრობლემათაგან უკვე არაერთია აღმოფხვრილი. კერძოდ, იუსტიციის
მინისტრის ბრძანებით,
იუსტიციის მინისტრის თქმით, რეესტრებისა და არქივების მონაცემთა
სანდოობა ქცეულია მთავარ პრიორიტეტად და მაღალი ტემპით
მიმდინარეობს ტექბიუროს ძველი არქივების დიგიტალიზაცია, რაც
2016 წლის ზაფხულში დასრულდება. მომდევნო წლის
ივნისისათვის მიწასთან დაკავშირებული ყველა საბუთი ელექტრონულ
ფორმატში იქნება გადატანილი, რის შედეგადაც შეიქმნება მიწის ნაკვეთის
ელექტრონული ბარათი, სადაც მიწის ისტორია იქნება ასახული: ყოველ
საკადასტრო კოდზე გვეცოდინება მიწის ნაკვეთის ისტორია − ვის ხელში
იყო, როდის და რის საფუძველზე, როგორ და რა ფორმით მოხდა მოგვიანებით
ქონების გადაცემა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, ასევე, პირველი რანგის პრიორიტეტია
საჯარო რეესტრში მართვის ელექტრონული მექანიზმების გაუმჯობესება, რაც
ქვეყანაში ელმმართველობის დახვეწის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
კომპონენტია. ამასთან, 2013-2015 წლებში განხორციელდა საჯარო რეესტრის
არქივების უსაფრთხოების დაცვის პროექტი, რის შედეგადაც ტექბიუროს თუ
სხვა ძველი არქივები მუნიციპალიტეტებში არსებული დაუცველი შენობებიდან
იქნა გადმოტანილი ლილოში, სადაც 2015 წელს თანამედროვე სტანდარტების
საცავი გაიხსნა; დანარჩენი პრობლემების მოსაგვარებლად კი, იუსტიციის
სამინისტრომ კოლეგა უწყებებსა და დეპუტატებს სხვადასხვაგვარი
გამოსავალი შესთავაზა და, მხარდაჭერის შემთხვევაში, საკუთრების
უფლების სფეროში მნიშვნელოვანი გაუმჯობესების იმედი გამოთქვა.
ინიციატივა „მიწის საკუთრებაში რეგისტრაციის პროექტის“ შექმნას
ითვალისწინებს, რომელიც: