საქართველოს მიერ ირანისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმი 15 თებერვლიდან გაუქმდება, - ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩის მოადგილემ მოჰსენ ქებრიაიმ განაცხადა.
"ზოგადად, ეკონომიკური ურთიერთობა ვითარდება მაშინ, როდესაც ხალხთაშორის არის თავისუფალი მიმოსვლა, როდესაც ინვესტორი თავისუფლად შემოდის და თავის სასურველ სფეროში აბანდებს კაპიტალს, იწყებს ეკონომიკურ საქმიანობას. უვიზო რეჟიმის გაუქმებამ ასახვა ჰპოვა საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვაზე. თუ 2012-13 წლებში სავაჭრო ბრუნვა 200 მილიონი დოლარის ფარგლებში იყო, დღეს 130 მილიონამდეც არაა. თუმცა, ამის გამოსწორება შეიძლება, იმიტომ რომ საქართველოს და ირანს აქვთ პოტენციალი სავაჭრო ბრუნვა გაზარდონ", - განაცხადა მოჰსენ ქებრიაიმ.
მისივე თქმით, საქართველოს ტრანზიტული პოტენციალი, რომელსაც
ადრე იყენებდა ირანი, დღემდე რჩება გამოუყენებელი.
"თუმცა, უკვე არსებობს ორი ქვეყნის ხელმძღვანელთა შეთანხმება და
ნება იმაზე, რომ ეს პოტენციალი ირანმა გამოიყენოს, რაც უკვე
შესაბამისად ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას",
-განაცხადა ელჩის მოადგილემ.