რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით კი აბიტურიენტთა დასახმარებლად, "საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის" წევრი ტელეკომპანიები ქართული ენისა და ლიტერატურის ვიდეოგაკვეთილების ჩვენებას იწყებენ. ვიდეოგაკვეთილები "მომავლის სოფელმა" დაამზადა. პროექტის მხარდაჭერია "რეგიონმედიამარკეტი".