სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა), უფლება აქვს შეიცვალოს სახელი ან/და გვარი.
სახელის ან/და გვარის შეცვლის შემდეგ პირს მონაცემი (სახელი ან/და გვარი) ეცვლება, ხოლო მისთვის მინიჭებული პირადი ნომერი, რჩება უცვლელი. სახელი ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის მოთხოვნით პირმა შეიძლება მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტეროტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს.