სპეცდაწესებულებებში შშმ პირების გარდაცვალების გამო დროულ გამოძიებას ითხოვს სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი უკიდურესად შეშფოთებულია ბოლო თვეების განმავლობაში სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გარდაცვალების ფაქტების გამო.

გასული სამი თვის განმავლობაში 3 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელშიც, სავარაუდოდ, პასუხისმგებელი პერსონალის მხრიდან დაუდევრობის ნიშნები იკვეთება. აღსანიშნავია, რომ მარტყოფისა და დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატებში სრულწლოვანი ბენეფიციარების გ.მ.–ს და ი.გ.–ს გარდაცვალება კვების პროცესს უკავშირდება, ხოლო თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარი მ.ქ. იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც მორიგე პერსონალი მასთან არ იმყოფებოდა.

აღნიშნული უაღრესად საშიში ტენდენციის სახეს იღებს, მით უფრო, სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში, სადაც კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს კეთილმოწყობილ, სუფთა და უსაფრთხო გარემოში. სათანადო ყურადღება მიექცეს ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობას და მოხდეს მათი უზრუნველყოფა, მოთხოვნილებების შესაბამისი, ხარისხიანი და უსაფრთხო საკვებით. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბენეფიციარებს კი ადმინისტრაცია დახმარებას უნდა უწევდეს კვების პროცესში.

ზემოთხსენებული დაწესებულებები წარმოადგენენ სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ტერიტორიულ ერთეულებს (ფილიალებს) და მათ საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს.  აუცილებელია, სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა ადეკვატური რეაგირება მოახდინონ ასეთ შემთხვევებზე, გამოიკვეთოს არსებული ცალკეული თუ სისტემური ხარვეზები და გატარდეს ყველა შესაძლო ღონისძიება მათი აღმოფხვრისა და მომავალში ასეთი ფაქტების პრევენციისთვის. ამასთან, სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია მსგავსი ტიპის დაწესებულებების შიდა მონიტორინგისა და ზედამხედველობის მექანიზმის გაძლიერება და აღნიშნულ პროცესში შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა.

საქართველოს სახალხო დამცველი ასევე, მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს მოახდინონ ზემოაღნიშნული ფაქტების დროული და ეფექტიანი გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი პირის გამოვლენა.

ომბუდსმენის აპარატი, კომპეტენციის ფარგლებში სწავლობს მოცემულ საქმეებს, ყურადღებით ადევნებს თვალყურს გამოძიების მიმდინარეობის პროცესს და შედეგების თაობაზე მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
11:06 / 29.10.2018






გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი
ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.
21:48 / 16.10.2018
გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.






პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
21:29 / 15.10.2018
პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
23:46 / 12.10.2018
00:41 / 12.10.2018
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.