გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონოდ მოქმედი 2
სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ბორჯომის რაიონის სოფელ საკირესა და სოფელ ყვიბისში აღმოჩენილი
იქნა უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქროები. ერთ-ერთი სახერხის
ტერიტორიაზე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული მრგვალი
მორი.
განხორციელდა სახერხი საამქროების დემონტაჟი და გადატანილი იქნა
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.
ასევე გამოვლინდა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2
ფაქტი.
ბორჯომის რაიონის დაბა ახალდაბაში სამართალდამრღვევს გადაჰქონდა
ფიცარი. მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი
დოკუმენტაცია.
უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი დაფიქსირდა ახალციხის რაიონის
სოფელ მუგარეთის მიმდებარედ, სადაც მოქალაქეს უკანონოდ გადაჰქონდა
მოპოვებული მორი.
აღნიშნული ავტომანქანები დაილუქა და გადაყვალინი იქნა ფინანსთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.