საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურში მიღების მსურველებისთვის
ფსიქოლოგიური შერჩევა ხორციელდება.
შერჩევა ადამიანის სრულყოფილად შესწავლას გულისხმობს და სამ
ეტაპს მოიცავს: პიროვნების კვლევას, ინტელექტის კვლევასა და კლინიკურ
გასაუბრებას. შესაბამის შემოწმებას ფსიქოლოგიური შერჩევისა და
მონიტორინგის დეპარტამენტის ფსიქოლოგიური შერჩევის სამმართველოს
სპეციალისტები - ფსიქოლოგები და ფსიქიატრები ატარებენ. შერჩევის
შემდეგ თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს კონკრეტული რეკომენდაცია
ეძლევა.
ფსიქოლოგიური შერჩევა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პირველად
ტარდება.