ხვალიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პროცესი იწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს საგამოცდო პროცესში სიახლეა.
რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ჩასაბარებელი საგნების ცვლილებისთვის აბიტურიენტებს დამატებითი დრო ექნებათ. აღნიშნული ცვლილებებისთვის ვადა წინა წლებში ერთი თვე იყო, ამჯერად კი 3 თვემდე გახანგრძლივდა.
სავალდებულო რეგისტრაცია 9 თებერვალს დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება.