საჯარო სკოლების სასწავლო გარემოს გაუმჯობესების პროექტის შედეგად, საჯარო სკოლების სასწავლო ბაზის სრული რეაბილიტაცია, საერთო სარგებლობის ობიექტებისა და კომუნიკაციების რეკონსტრუქცია და სკოლების საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვა. პირველი სარეაბილიტაციო სეზონი მცხეთა–მთიანეთის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში 30-მდე საჯარო სკოლას მოიცავს, ხოლო მომავალი ოთხი წლის მანძილზე 100–მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება საქართველოს რეგიონებში. შესაბამისად, პროექტის შედეგად გაუმჯობესდება სასწავლო გარემო და განათლებისადმი ხელმისაწვდომობა 37 ათასზე მეტი ბენეფიციარისთვის (პირველი სარეაბილიტაციო სეზონი მოიცავს 10 ათასზე მეტ ბენეფიციარს). სარეაბილიტაციო სკოლების შერჩევას ახორციელებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ორგანიზაცია.
პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის დაფინანსებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით.