ჯვრისწერას სამომავლოდ შესაძლოა იურიდიული ძალა მიენიჭოს

ჯვრისწერას შესაძლოა იურიდიული ძალა მიენიჭოს. კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროს მიერაა მომზადებული, რომელიც პარლამენტში ჯერ არ დარეგისტრირებულა, თუმცა 2016 წლის საგაზაფხულო სესიაზე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარსადგენ კანონპროექტთა ნუსხაშია ასახული.

 იმ წყვილებს შორის, რომლებიც რელიგიურ ქორწინებაში იმყოფებიან, სამოქალაქო უფლება-მოვალეობები არ წარმოიშობა თანაცხოვრების დასრულების შემდეგ, ან ერთ-ერთი მათგანის გარდაცვალების შემთხევაში მეორეს არ წარმოეშობა არანაირი ქონებრივი უფლება. პროცედურულ და ფინანსურ სირთულეებთანაა დაკავშირებული რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის მამობის აღიარების საკითხიც, რაც ასეთი ქორწინების გარეშე გაჩენილ ბავშვს არასახარბიელო სამართლებრივ მდგომარეობაში აყენებს.

საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების" მე-3 მუხლის თანახმად, სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამრიგად, კანონპროექტის მიზანია, ისეთი სამართლებრივი გარანტიების შექმნა, რომლითაც ჯვრისწერა წარმოშობს სათანადო სამართლებრივ შედეგებს. ამისთვის მნიშვნელოვანია, შედგეს კონსენსუსი საპატრიარქოს, ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის და ჯვრისწერას მიენიჭოს იურიდიული ძალა. ჯვრისწრის შედეგებისთვის იურიდიული ძალის მინიჭების შემთხევვაში, იმ წყვილთა უფლებრივი მდგომარეობა, რომლებიც მომავალში პრიორიტეტს საეკლესიო წესით ქორწინებას მიანიჭებენ, კანონმდებლობით იქნება დაცული. გარდა ამისა, გამარტივდება დაქორწინებული წყვილების რაოდენობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების მოპოვებაც", -აღნიშნულია განმარტებით ნაწილში.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
11:06 / 29.10.2018






გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი
ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.
21:48 / 16.10.2018
გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.






პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
21:29 / 15.10.2018
პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
23:46 / 12.10.2018
00:41 / 12.10.2018
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.