ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში H1N1 ვირუსით 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტი საავადმყოფოში 27 იანვარს შეიყვანეს და მას H1N1-ის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც გუშინ გარდაიცვალა. მისივე ინფორმაციით, მამაკაცი გალის რაიონის მცხოვრებია.
დღემდე გრიპით 10 ადამიანი გარდაიცვალა. ლაბორატორიულად დადასტურებულია გრიპის 267 შემთხვევა, საიდანაც უმეტესობა, 257 შემთხვევა H1N1 ვირუსზე მოდის, დანარჩენი კი , H3N1-ია.