საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ახალგაზრდა მოკრივეებს შორის ფოთში მიმდინარეობს. ჩემპიონატში 90 სპორტსმენი მონაწილეობს. ასპარეზობა 3 თებერვალს დაიწყო და 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება. შედეგად, სხვადასხვა წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემიონი გამოვლინდება. ბორჯომიდან ჩემპიონატში ერთი მოკრივე - გიორგი ბლიაძე მონაწილეობს. ის უკვე მეოთხედფინალშია და ასპარეზობას წარმატებით აგრძელებს.