ბორჯომში, ვაშლოვანის დასახლებაში მცხოვრებლები სახლებამდე მისასვლელი სამანქანო გზების მოწესრიგებას ითხოვენ, როგორც ისინი ამბობენ, მდგომარეობა განსაკუთრებით გაზაფხულსა და ზამთარში რთუდელბა როცა წვიმა და თოვლია. ამ ჩიხებში ვერც სასწრაფო დახმარების მანქანა ადის, ვერც ტაქსი და ვერც ნაგვის მანქანა. ბორჯომის მუნიციპალიტეტს ვაშლოვანის მცხოვრებლებმა განცხადებით არაერთხელ მიმართეს, დღეს ეკა ნოზაძე არკვევდა იგეგმება თუ არა ამ გზების მოასფალტება 2016 წელს.