პრობაციის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ბიუროების დახმარებით ორი პირობით მსჯავრდებული ავეჯის დამზადების სფეროში დასაქმდა.
სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროში პრობაციის ოფიცერთან ინდივიდუალური გასაუბრებისას ცნობილი გახდა, რომ პირობით მსჯავრდებულ ს. ლ-ს ხეზე მუშაობის გამოცდილება ჰქონდა და სამსახურს ეძებდა. პრობაციის ბიუროს რეკომენდაციით, ს. ლ. ახალციხეში, შპს „ემბავუდში“ ავეჯის ამწყობად დასაქმდა, სადაც მისი ხელფასი 500 ლარს შეადგენს.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, 2015 წელს 124 პრობაციონერი დასაქმდა.