გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო
ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.
ქალაქ ბორჯომში გადამოწმების მიზნით გაჩერებული
მიკროავტობუსების ძარაზე განთავსებული იყო საშეშე მერქანი და
პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი. მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს
შესაბამისი დოკუმენტაცია.
ავტომანქანები დაილუქა და გადაყვანილნი იქნა შესაბამის
ორგანოში.