ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში, სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიწვა, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა.
ცეცხლი სახურავში გაჩნდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შეტყობინება 112-ზე, 15:10 საათზე შევიდა, ადგილზე მალევე მივიდა სახანძრო-სამაშველო სამსახურიც და პოლიციაც. სახლში დაიწვა საოჯახო ნივთები, მთლიანობაში 20 კვ,მ ფართობი.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ–ის 187–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.