პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2 თებერვალს პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად, “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა” დასჯადი ქმედება ხდება. პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარით ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარია. რელიგიური სიწმინდეების და საკულტო ნაგებობების წაბილწვა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო გამეორების შემთხვევაში -1000 ლარით. კანონსპროექტის ავტორი ზვიად ტომარაძე აცხადებს რომ - „რელიგიური გრძნობების შეუაცხყოფის“ კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლებას არ ზღუდავს. სიდას დირექტორი ზვიად დევდარიანი კი სოსო ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებული ცვლილებების პაკეტს, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს.