ბორჯომში უპატრონო ძაღლები მომრავლდა.მოსახლეობა აცხადებს,რომ
ქუჩაში გადაადგილება საფრთხის შემცველი გახდა.მოგვარდება თუ არა
უპატრონო ძაღლების პრობლემა იხილეთ, სიუჟეტში:
ბორჯომის
ცენტრში, გარეუბნებსა და მიმდებარე სოფლებში უპატრონო ძაღლები მრავლად
არიან. მოსახლეობა თავს ვერაფრით იცავს. ხშირ შემთხვევაში ცხოველები
ჯგუფურად გადაადგილდებიან და მოსახლეობას, განსაკუთრებით კი
ბავშვებს საფრთხეს უქმნიან.
უპატრონო ძაღლების პრობლემას განსაკუთრებით ამძაფრებს ის
ფაქტიც, რომ ქალაქის მასშტაბით არ არსებობს სამსახური, რომლის
კომპეტენციაშიც უპატრონო ძაღლებზე ზედამხედველობა შევა. როგორც
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს, ვინაიდან ბორჯომში
უპატრონო ძაღლების თავშესაფარი არ არის, აქტიურად მიმდინარეობდა
მოლაპარაკებები ძაღლების ტრანსპორტირებაზე ბათუმში, ფოთში, ქუთაისსა
და თბილისში არსებულ თავშესაფრებთან, თუმცა მათ ძაღლების მიღებაზე
უარი განაცხადეს.
უპატრონო ცხოველების სიცოცხლის მოსპობა
დაუშვებელია, ეს ამ პრობლემის მოგვარების ყველაზე არამართებული და
დანაშაულებრივი გზაა, საქართველოს სიხლის სამართლის კოდექსის 259-ე
მუხლში ვკითხულობთ, რომ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი
დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია დასჯადია და დამამძიმებელ
გარემოებებში ჩადენილი აღნიშნული ქმედება 2 წლამდე თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
სხვა ქვეყნებში არსებული პრაქტიკით, პრობლემის გადაჭრის გზა უპატრონო
ცხოველების აცრა და მათი სტერილიზაციაა, რაც ძაღლების გამრავლების
მაჩვენებელს შეამცირებს და მოსახლეობას ქუჩაში გადაადგილება უსაფრთხოდ
შეეძლება. აღნიშნული პრაქტიკის საქართველოში დანერგვამდე და ბორჯომში
უპატრონო ძაღლების თავშესაფრის საკითხის გადაჭრამდე მოსახლეობას
ქუჩაში გადაადგილებაკვლავ უპატრონო ძაღლების თანხლებით მოუწევს.
გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი
ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.
პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.