ლიკანში, მესხეთის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა გზის მოასფალტებას და ეზოების მოწესრიგებას ითხოვს. აქ მცხოვრებლები ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ, ისინი პრობლემის მოგვარებას დიდი ხანია ელოდებიან, თუმცა დღემდე უშედეგოდ.
რას პირდება ბორჯომის მუნიციპალიტეტი ლიკანში მცხოვრებ რამდენიმე ათეულ ოჯახს ნახეთ სიუჟეტში.