გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ბორჯომის რაიონის სოფელ
დვირში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონოდ მოპოვებული
მრგვალი მორი აღმოაჩინეს.
შედგა შესაბამისი აქტი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონოდ მოქმედი 2
სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ბორჯომის რაიონის სოფელ დაბასა და სოფელ ყვიბისში საცხოვრებელი
სახლების ეზოებში ნანახი იქნა უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქროები.
აღნიშნულ ტერიტორიებზე განთავსებული იყო დაუფირნიშებელი მრგვალი
მორები.
განხორციელდა სახერხი საამქროების დემონტაჟი, რის შემდეგაც
ისინი გადაიტანეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოში.
ბორჯომის რაიონის სოფელ ლიბანში სამართალდამრღვევებს
გადაჰქონდათ უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორები.
გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.