სილამაზის ხიდის რეაბილიტაცია ბორჯომში მესამე თვეა მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულება რამდენჯერმე სხვადასხვა მიზეზით გადაიდო. მუნიციპალიტეტში ირწმუნებიან, რომ ერთ კვირაში ხიდი ნამდვილად გაიხსნება და მასზე გადაადგილებაც პრობლემა აღარ იქნება.
ამ დროისთვის ხიდის სამანქანო და ფეხით სავალი ნაწილები მთლიანად შეცვლილია, მიმდინარეობს ხიდის თეთრად შეღებვა. განათება კი რეაბილიტაციის მეორე ეტაპია, რომელზეც ტენდერის გამოცხადება ხიდის საზეიმოდ გახსნის შემდეგ მოხდება.