სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

მილიონობით ლარია გამოყოფილი რეგიონებში მდებარე სახელმწიფო უნივერსიტეტების, მათ შორის სოხუმის უნივერსიტეტის რეაბილიტაციისათვის, ამ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სამი წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის სრული რეაბილიტაცია (ზუგდიდის მესხიას სახ. უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი). პროცესი დღესაც გრძელდება. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელების მიზნით, 2015 წლის დეკემბერში საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა. კანონის იმპლემენტაციისთვის აუცილებელი სამუშაოები - უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო და ამ მიზნით, 50 მილიონი ლარი გამოყო. ასეთი ფართომასშტაბიანი განახლებითი სამუშაოები ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა. განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე დღეს, თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს პრეზენტაცია წარუდგინა.
ექვსი მილიონ სამასი ათასამდე ლარია გამოყოფილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე სასწავლო კორპუსის, სამეცნიერო-სასწავლო ბიბლიოთეკისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის.

ცხრამეტი მილიონ ოთხასი ათასამდე ლარი გაიხარჯება სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებისა და კვლევითი დაწესებულებების რეაბილიტაციაზე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებისა და მის შემადგენლობაში შემავალი სასწავლო და კვლევითი დაწესებულებების რეაბილიტაციაზე ოთხი მილიონ ხუთასი ათასზე მეტი ლარი დაიხარჯება.

ხუთი მილიონ ოთხასი ათასზე მეტი დაიხარჯა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის რეაბილიტაციასა და აღჭურვაზე.

2013 წლიდან რვა მილიონამდე ლარით დაფინანსდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აღჭურვასთან და სხადასხვა ტექნიკის შეძენასთან დაკავშირებული პროექტები. 17 მილიონი ლარი დაიხარჯება ტექნიკური უნივერსიტეტის წყლის რესურსების მართვის საკვლევი ექსპერიმენტული ბაზის მოსაწყობად.

სამინისტროს დაფინანსების გარდა, გაზრდილმა ბიუჯეტმა, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს საშუალება მისცა თავიანთი დაფინანსებითაც აწარმოონ ინფრასტრუქტურისა და სამეცნიერო ტექნიკური ბაზის განახლებითი სამუშაოები, რაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

საქართველოს კანონში შესული ცვლილებებისა და ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული და აღჭურვითი სამუშაოების საფუძველზე, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში დღეისათვის არსებული მრავალი პრობლემა გადაიჭრება, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება, სწავლების პროცესში კვლევითი კომპონენტის გაძლიერება, არსებული სამეცნიერო პოტენციალის რეალიზება და მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
11:06 / 29.10.2018






გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი
ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.
21:48 / 16.10.2018
გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.






პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
21:29 / 15.10.2018
პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
23:46 / 12.10.2018
00:41 / 12.10.2018
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.